ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არავინ აპირებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„თუ ეს გადაწყვეტილება მედიაციის დროს იქნება მიღებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ექნება კონკრეტული დასაბუთება, თუ რატომ არის საჭირო ვადამდელი არჩევნების ჩატარება და რა იურიდიული ან სამართლებრივი მექანიზმით უნდა გაკეთდეს ეს. ამიტომ ჩვენთვის, ვადამდელი არჩევნები ისევ და ისევ არის წითელი ხაზი, იქედან გამომდინარე, რომ ასე უპირობოდ, ვიღაცის „ხუშტურზე“ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.










