ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესახებ 280-გვერდიანი ანგარიშს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის ხელმძღვანელმა ,პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა, რომ საბოლოო ვერსია ექსპერტთა გუნდის ერთხმად დამოწმებას საჭიროებს.
ცნობისთვის, პიტერ ბენ ემბარეკი ხელმძღვანელობდა 10-კაციან საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს ჩინეთში, რომელიც ვითარების შესასწავლად ადგილზე იანვარსა და თებერვალში იმყოფებოდა.











