კორონავირუსის ახალი შემთხვევების გავრცელების გამო უკრაინის დედაქალაქში, კიევში ლოქდაუნი ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ლოქდაუნი 20 მარტიდან ამოქმედდება და ძალაში სამი კვირის განმავლობაში იქნება.
დაიხურება თეატრები და სავაჭრო ცენტრები. კაფეებსა და რესტორნებს მომხმარებლისთვის მხოლოდ მიტანის სერვისის შეთავაზება შეეძლებათ. სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.











