გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ის AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
მერკელის თქმით, მთავრობის მთავარი იარაღი პანდემიის დამარცხებისთვის არის „ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია“.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსის 2,658,851 შემთხვევა დაფიქსირდა.











