21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
„ტყე დედამიწაზე არსებული ხმელეთის მესამედს შეადგენს თუმცა, ყოველწლიურად, ადამიანები მილიონობით ჰექტარ მიწას ითვისებენ, რაც ტყის საფარის მნიშვნელოვნად შემცირებას იწვევს. ტყის დაცვასა და აღდგენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ორგანიზმების კეთილდღეობისთვის“ –
ტყე გამოყოფს ჟანგბადს, ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, ეროზიისგან იცავს ნიადაგს, დადებითად მოქმედებს ჰაერის მასების მოძრაობასა და ტემპერატურაზე. ასევე, შთანთქავს ატმოსფეროში არსებულ რადიაქტიურ ნივთიერებებს”,- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.










