ევროპას ლოქდაუნი აღარ დასჭირდება, შემოდგომისთვის პანდემიის გაკონტროლება შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ BioNTech-ის დამფუძნებლმა, უგურ შაჰინმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
„ევროპის ბევრ ქვეყანას და აშშ-ს ზაფხულის მიწურულიდან დიდი ალბათობით კარანტინი აღარ დასჭირდება. იქნება პატარა აფეთქებები, მუტაციები, მაგრამ ისინი ვეღარ შეგვაშინებენ“,- აცხადებს უგურ შაჰინი.
ცნობისთვის, BioNTech-ი ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც კოვიდის ვაქცინა შექმნა.











