დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს.
როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ რეინფიცირების შემთხვევებმა მოიმატოს.
„არის რამდენიმე შემთხვევა კვლევაში, საბოლოო დადასტურება არ არის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მატება გვექნება. რთულია ჩემთვის თქმა რამდენი იქნება, ეს არ იქნება ათობით მაგრამ რამდენიმე ერთეული დაემატება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











