დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს არ გვქონია ისეთი თანამშრომლობა აშშ-სთან, როგორიც ამჟამად გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
„ჩვენ ცალსახად ვიხილეთ ძალიან მკაფიო გზავნილები. ეს იყო ერთმნიშვნელოვნად მხარდამჭერი გზავნილები და ასევე გამოხატულება ორპარტიული მხარდაჭერისა სწორედ იმ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. ეს ასევე ცალსახად მხარადჭერა იყო ქვეყნის პროდასავლური კურსის და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს არ გვქონია ისეთი თანამშრომლობა აშშ-სთან, როგორიც ამჟამად გვაქვს“, – განაცხადა ზალკალიანმა.











