მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში. ჯერ დაუდგენელმა პირმა, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში, ხეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა.
დაჭრილია კიდევ ერთი გურჯაანში, კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი პირი.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი, ურთიერთშელაპარაკება გახდა, როცა სამეგრელოს რეგიონიდან ატმის ბაღებში სამუშაოდ ჩასულ ახალგაზრდა მამაკაცს, ერთ-ერთ ადგილობრივთან კამათი მოუხდა, კამათს მისი მკვლელობა მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან. მომხდარ ფაქტზე, „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











