ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესების შდეგად ჩამოშლილმა მასალამ ცენტრალური მაგისტრალის ჩახერგვა გამოიწვია (ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის) დამაკავშირებელი მაგისტრალზე, სოფელი ლაჯანის მონაკვეთზე.
მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფება.
„გადაუღებელი წვიმის შედეგად მეწყერი, რომელიც ჩამოწვა ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე აგრძელებს მოძრაობას და დღეს ჩამოვიდა ცაგერი-ამბროლაურის გზის ლაჯანის მონაკვეთზე, ახლა აქ მობილიზებულია უკვე ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის მასშტაბები არის ძალიან დიდი და საჭიროებს დამატებითი ტექნიკის მობილიზებას, რასაც ვაკეთებთ ახლა. ასევე ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.








