ისლანდია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას განაახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანამ AstraZeneca-ს გამოყენება 11 მარტს, მას შემდეგ შეაჩერა, რაც მსოფლიოში ვაქცინაციის შემდეგ ადამიანთა ნაწილს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოუვლინდათ.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდით 125 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.











