თელავის მუნიციპალიტეტში ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
სოფელ ნაფარეულში 75 წლის მამაკაცი, გარდაცვლილი მეუღლემ ნახა და პოლიციას მიმართა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და წლების განმავლობაში გადაადგილება უჭირდა.
თანასოფლელები ვარაუდობენ, რომ ის წაიქცა და თავი დაარტყა.
შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











