კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო თურქეთში შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შაბათ-კვირის განმავლობაში ქვეყანაში ლოქდაუნის რეჟიმი იმოქმედებს. რესტორნებს მომხმარებლებისთვის მხოლოდ მიტანის სერვისის შეთავაზება შეეძლებათ.
ქვეყანაში საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე კვლავ იმოქმედებს კომენდანტის საათი.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 3,240,577 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 31,230 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











