Pfizer-ის განცხადებით, მათი კორონავირუსის ვაქცინა 12-15 წლამდე ბავშვებში 100%-ით ეფექტურია.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილებას 12-15 წლამდე ასაკის 2 260 ბავშვი იღებდა. მონაწილეების ერთ ნაწილს ვაქცინა, მეორეს კი პლაცებო გაუკეთეს.
იმ ჯგუფში, რომელსაც პლაცებო გაუკეთეს, კორონავირუსით ინფიცირების 18 შემთხვევა დაფიქსირდა. მონაწილეთა იმ კატეგორიაში კი, რომლებსაც ვაქცინა გაუკეთეს, ინიფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
შესაბამისად, , Pfizer/BioNTech-ში აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 12-15 წლამდე ბავშვებს ინფიცირებისაგან 100%-ით იცავს.
Pfizer/BioNTech-ი აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას, 12-15 წლამდე ბავშვებში ვაქცინის გამოყენების ნებართვის მისაღებად, უახლოეს მომავალში მიმართავს.











