საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განხადებით, ენგურზე მომხდარი ტრაგედია რუსეთის ფედერაციის მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგია.
მისივე თქმით, ოკუპაციით გამოწვეული ეს და სხვა კატასტროფები უახლოეს პერიოდში დეტალურად განხილული იქნება ყველა საერთაშორისო ფორმატში.
„ეს არის სწორედ რუსეთის ფედერაციის მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგი. ის ფაქტი, რომ გადასასვლელი პუნქტები არის დაკეტილი იწვევს ასეთ მძიმე კატასტროფას. ყველა ეს შემთხვევა უახლოეს პერიოდში დეტალურად განიხილება ყველა საერთაშორისო ფორმატში. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ვთხოვე კიდევ ერთხელ განსაკუთრებით გააძლიეროს ძალისხმევა და ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში ყველა აქტორთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც პასუხისმგებელია დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე, გაძლიერდეს ზეწოლა, იმისთვის რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველა გადასასვლელი პუნქტის გათავისუფლება და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უფლება“, – განაცხადა მინისტრმა.











