ინგლისი ვაქცინის მიმღებთა წრეს აფართოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ვაქცინაცის გაკეთება 45 წელს და მის ზემოთ მყოფ ადამიანებსაც შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისმა შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.
ქვეყანაში არასაჭირო მაღაზიები, სპორტული დარბაზები, ზოოპარკები, სილამაზის სალონები უკვე გაიხსნა. კაფეები და რესტორნები მომხმარებლებს ღია სივრცეში უმასპინძლებენ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინგლისში კორონავირუსით 4,373,343 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 127,100. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3,981,812-ს შეადგენს.











