სენატორი ჯერი კონოლი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.
„ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულებისთვის. მოხარული ვარ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამ მიზანს მიაღწიოს და მოვუწოდებ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომ იგივე გააკეთოს,”- განაცხადა სენატორმა.











