გერმანული ტელეკომპანია ARD-ის ჟურნალისტების მტკიცებით, გერმანიაში ვაქცინაციის შესახებ ყალბი სერტიფიკატები იყიდება.
ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში მოქმედი ე.წ. აცრის პასპორტები (Impfpässe) აპლიკაცია Telegram-ის რამდენიმე ჯგუფში იყიდება.
ჟურნალისტების მტკიცებით, ყალბი სერტიფიკატები 150 ევროდ იყიდება და, როგორც გაყალბებულ საბუთებზე არსებული ბეჭდებიდან ჩანს, ისინი ვაქცინაციის მსხვილი ცენტრებიდან მოდის. გამოძიების ავტორებმა მოიპოვეს ყალბი „აცრის პასპორტი“, რომელიც ორიგინალისგან თითქმის არაფრით განსხვავდება.
ARD-ის ჟურნალისტები ასევე დაუკავშირდნენ ყალბი სერტიფიკატების ერთ-ერთ გამყიდველს. ის ამბობს, რომ შეკვეთებს იღებს გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან და ერთ-ერთ დღეს 30-ზე მეტი „აცრის პასპორტი“ გაყიდა. მისივე თქმით, ერთი სერტიფიკატის ფასი 150 ევროა, თუმცა ერთზე მეტის ყიდვის შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს. მაგალითად, ორი ყალბი დოკუმენტი 200 ევროდ, 10 კი 1250 ევროდ იყიდება











