საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს ნიკოლოზ წურწუმიას რამდენიმე წუთის წინ ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.
პირველ ეტაპზე გამოძიება კიდევ ერთი მუხლით მიმდინარეობდა, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს, თუმცა იმის გამო, რომ ნიკოლოზ წურწუმიას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, ეს მუხლი გამოძიებამ მხედველობაში აღარ მიიღო.
ნიკა წურწუმიას საქართველოს ბანკში 16 აპრილს შეიჭრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.











