იტალია შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ france24-ი ავრცელებს.
26 აპრილიდან ქვეყანაში სკოლები და რესტორნები გაიხსნება. იტალიის პრემიერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მონაცემების გაუმჯობესების გამო მიიღო.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 15 მაისიდან იტალიაში საცურაო აუზები, ხოლო 1 ივნისიდან სპორტული დარბაზები გაიხსნება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით 3,857,443 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 116,676 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3,235,459-ს შეადგენს.











