გურჯაანი-აფენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია. წაქცეულმა ხეებმა გზა ჩახერგა და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხეების წაქცევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე უკვე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გზის გარკვეულ მონაკვეთზე, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ აღდგენილია.
გზის სრულად გასაწმენდად და მოძრაობის აღსადგენად, მაშველებს რამდენიმე საათი დასჭირდებათ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











