1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4462 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4462 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1530 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.









