ჩინეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა შემთხვევა საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ამასთან, გამოვლინდა კორონავირუსის 24 უსიმპტომო ახალი შემთხვევა (ყველა იმპორტირებული შემთხვევა უცხოეთიდან).
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,575 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











