“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში სამუშაოდ მივიდა და ის ბოიკოტს აღარ დაუბრუნდება.
„ჩვენ აქ იმისათვის არ მოვედით, რომ ისევ მალევე დავუბრუნდეთ ბოიკოტს. მოვედით იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, კოლეგები დავარწმუნოთ, საერთაშორისო საზოგადოება ჩავრთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რამ შეიძლება დაგვაბრუნოს ბოიკოტზე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.










