fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სამნიძე: კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რასაც ეხება ამნისტიის კანონი

15:56 აპრილი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
785
ნახვა

მტრობის და დაპირისპირების, კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რასაც ეხება ამნისტიის კანონი, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა კრიზისის განმუხტვისთვის, რაც რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და ძირითადი გზა წინ არის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს, პარტნიორებს, გულშემატკივრებს, რომლებმაც არცერთ ეტაპზე არ მიატოვეს ეს ქვეყანა და ამ ძალიან რთულ, მტკივნეულ და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღწია შეთანხმებისთვის. რა თქმა უნდა ,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება იყოს უფრო ფართო, ვიხილოთ ჩვენი ყველა ოპოზიციური კოლეგა რომელიც შემოუერთდება ამ დოკუმენტს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არის პირველი ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გაჩნდეს ნდობა თითოეული ჩვენგანის მიმართ საზოგადოებისგან. ძირითადად, რაც გვესმოდა ამ მოლაპარაკებების დროს ჩვენი პარტნიორებისგან იყო, რომ არ არსებობს ნდობა ორ მხარეს შორის.

ქართულ პოლიტიკასთან ძალიან ახლოს დგას სიტყვები: მტრობა, ჩასაფრება, აგრესია, დაპირისპირება, ხელის გადაგრეხვა და წარსულზე ჩაბღაუჭება. ამ შეთანხმებით, სადაც უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ვიხილოთ ორი ადამიანი, რომელზეც ამდენი თვეა ვსაუბრობთ, რომ არიან პოლიტიკური დევნის ობიექტები, თავისუფალი და ამით ჩვენს საზოგადოებას პირველ რიგში გავუჩინოთ ნდობა, რომ ჩვენ შესაძლებელია, შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რასაც ხელი მოვაწერეთ და რაზეც შევთანხმდით; ჩვენ შესაძლებელია ქართული პოლიტიკის დამახასიათებელ სიტყვებად ვაქციოთ: კომპრომისი, შეთანხმება, თანამშრომლობა, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა ყველას გთხოვოთ, ამ პირველ ნაბიჯებზე ძალიან მყიფე და სახიფათო პროცესში შევძლოთ მტრობის და დაპირისპირების, კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რასაც ეხება ამნისტიის კანონი. უამრავი შეკითხვაა.

ჩვენ ამ შეხვედრების პროცესში, ყველა შეხვედრის შემდეგ შევძელით და პასუხი გავეცით შეკითხვებს. ყველაზე მთავარი კითხვა – ხომ არ შეეხება ამნისტია იმ ადამიანებს, ვინც სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს დემონსტრანტებს, ჩვენ მკაფიოდ ვთქვით (ორივე მხარემ) გუშინ, რომ არა, ეს ამ ადამიანებს არ შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ სამუშაო შეხვედრების შემდეგ უფრო მკაფიო იყოს ეს პოზიციები და შევძლოთ ამ პირველი ნაბიჯებით ნდობა აღვადგინოთ საზოგადოების მხრიდან, რომ შესაძლებელია კომპრომისით და თანამშრომლობით ჩვენ ამ დოკუმენტის განხორციელება შევძლოთ“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

თეგები: ნიკა მელიას საქმე

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

ნიკა მელიას საქმის სასამართლო განხილვა 15 ივლისს განახლდება​

ივლისი 8, 2021
783
საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი განახლდება

მაისი 27, 2021
779
მთავარი ამბავი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

მაისი 25, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია