იმ პარლამენტში, სადაც მოხდება ყველა მოძალადის და ჯალათის ამნისტირება, გამიჭირდება შესვლა! 99,9% მე იქ არ შევალ – აცხადებს გლდანის ციხიდან ნიკა მელია.
მისი თქმით, ის მოძალადეების გამათავისუფლებელ პარლამენტში საკუთარ თავს ვერ ხედავს:
ოლიგარქის ხელში ქვეყანა ეკონომიკურად განადგურებულია, დემოგრაფიულად გადაშენებულია, სამათხოვროდ ხელგაწვდილია, და ახლა, როცა ამნისტია 20 ივნისის მოძალადეებზე თუ უნდა გავრცელდეს, ეს მორალურად ბოლომდე მორყეული ქვეყანა გავხდებით. ამისი რომ მჯერა, ჩემს თავს პარლამენტში ამიტომ ვერ ვხედავ”- თქვა მელიამ ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.











