ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ საქართველოში პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება ყოველგვარი გადახვევის გარეშე უნდა შესრულდეს. ამის შესახებ მან დღეს, 29 აპრილს, საქართველოში ვიზიტის დასასრულს მედიას განუცხადა.
მისი თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველოს შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა არ დასრულებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია.
“როგორც საქართველოს ჭეშმარიტმა მეგობარმა მინდა ღიად განვაცხადო, რომ საციცოხლოდ მნიშვნელოვანიას სრულად მოგვარდეს და გადაიჭრას არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაცია და ქვეყანას გააჩნდეს მოქმედი და ფუნქციონირებადი პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს მოქალაქეების სრული მანდატი. ევროკავშირმა საქართველოს უპრეცენდენტო დახმარების ხელი გამოუწოდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური კუთხით და მხარი დაუჭირა საქართველოს. პოლიტიკური შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა და ჩვენ ვაქებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. ეს ცხადჰყოფს, რომ ქვეყანაში მართლაც აღებულია ის სრული პასუხისმგებლობა, რომელიც საერთო კურსისკენ სვლას.
მაგრამ შეთანხმება არ გახლავთ დასასრული. შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სხვა ნაბიჯები, რომელიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკური მართლმსაჯულების მოგვარება, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, აგრეთვე ძალთაგადანაწილება პარლამენტში, ეს ის საკითხებია, რომელიც უნდა მოგვარდეს. ნება მომეცით, ძალიან ნათლად გავუსვა ხაზი იმას, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით.
მოვუწოდებ ბატონ მელიას, რომ გაითვალისწინოს ის გარანტიები, რომელიც არის შეთავაზებული ევროპის პოლიტიკური კოლეგებისგან და პარტნიორებისგან. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და არჩეულმა პარლამენტის წევრებმა გამოხატონ სურვილი, შეუერთდნენ იმ ძალისხმევას, რომელიც უკავშირდება შეთანხმების დაუყოვნებლივ განხორციელებას”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.











