ზუგდიდში, მამა-შვილის დაკავების ოპერაციის დროს 5 პოლიციელი დაშავდა.
მომხდარ ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. უახლოეს პერიოდში უნდა დადგინდეს, გადაამეტეს თუ არა პოლიციელებმა იარაღის გამოყენებით სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
დაჭრილი მამაკაცების ოჯახი ამტკიცებს, რომ დაკავებისას სამართალდამცველებმა გაუფრთხილებლად გაისროლეს, ამის შემდეგ კი დაკავებულებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
სამმართველოში აცხადებენ, რომ ფიზიკური დაზიანებები პოლიციელებსაც აღენიშნებათ.
„5 პოლიციელია დაშავებული. ისინი ქუთაისში სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შედარებით რთულად 1 მათგანია დაშავებული. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დანაშაულში მამა-შვილია მხილებული და სწორედ მათ გაუწიეს პოლიციელებს წინააღმდეგობა“, – აღნიშნა გამომძიებელმა რამაზ გვასალიამ.











