პერატიულად ჩაატარეს აუცილებელი სამუშაოები, მოიხსნა მიწის მეწყერსაშიში მასა და გამაგრდა შესაბამისი ადგილები, თორემ კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა, – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
„როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახახურიდან გახდა ცნობილი, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ძლიერი წვიმისა და ნალექის შედეგად გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. კიდევ კარგი, რომ თბილისის მერიამ და გერმანელმა სპეციალისტებმა ნუცუბიძის ფერდობზე დროულად და ოპერატიულად ჩაატარეს აუცილებელი სამუშაოები – მოიხსნა მიწის მეწყერსაშიში მასა და გამაგრდა შესაბამისი ადგილები. კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა! თბილისი კატასტროფას დედაქალაქის მერის, კახი კალაძის ოპერატიული ქმედებებით გადაურჩა! ახლა ცხადია, რომ დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება დასჭირდება და, დარწმუნებული ვარ, აქაც დროულად და ოპერატიულად იმოქმედებს ხელისუფლება“, – წერს ნიკოლეიშვილი.










