„ქრისტე აღდგა, მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ყველას. შეგეწიოთ და გფარავდეთ აღდგომის მადლი“, – ბრძანა წირვა-ლოცვის დროს ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, კორონა პანდემიის წესების დაცვით იზეიმეს ალავერდის საკათედრო ტაძარში.
აღდგომის დღესასწაულს ეპარქიის სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საზეიმო ლიტანიობა გამართეს.
ეკლესიაში ათობით ადამიანი სპეციალური რეკომენდაციების დაცვით, პირბადეებითა და ერთმანეთთან დისტანცირებით, გათენებამდე დარჩა ტაძარში შეკრებილ მრევლს, რეგულაციებისა და წესების დაცვაში, ეპარქიის სტიქაროსნები ეხმარებოდნენ.
ალავერდელ მიტროპოლიტს, საზეიმო და მისალოცი სიტყვის გარდა, სხვა განცხადება არ გაუკეთებია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი








