საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
3 მაისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 321 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 15, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 4, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 38, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.0%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.6%.
ცნობისთვის, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











