დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
,,ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას ბაზებით. წინასწარი ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მოგეხსენებათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის როგორც იმუნიზაციის, ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულთა ბაზები და დაბადება-გარდაცვალების ბაზა, ორი ადამიანის სახელი და გვარი ემთხვევა ერთმანეთს, ერთი გახლავთ აცრილი, მეორე გარდაცვლილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებია. როგორც მეუბნებიან, აცრილი გარდაცვლილი არ არის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 67 წლის მამაკაცი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა, ორ დღეში გარდაიცვალა.











