„აშშ-ს მსგავსი ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინის საკმარისი რესურსი აქვთ, ვალდებულნი არიან ვაქცინაციის პროცესში დანარჩენ მსოფლიოს დაეხმარონ“,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„მე მჯერა, რომ ჩვენ ამის მორალური ვალდებულება გვაქვს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ დანარჩენი მსოფლიო არ იტანჯება და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ყველაფერი, ამისთვის კი ვაქცინების სამართლიანი განაწილებაა საჭირო“,- აცხადებს ფაუჩი.











