„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, სერგო ჩიხლაძე კახა ოქრიაშვილს უტიპარ და უპრინციპო ადამიანს უწოდებს. ამის შესახებ ჩიხლაძე სოციალურ ქსელში წერს.
„უტიფრობის, უპრინციპობის და მედროვეობის კლასიკური მაგალითი – ოქრიაშვილი! 9 წელი რომ ნაცების მეხოტბე ხარ, მერე 8 წელი ოცნების აპოლოგეტი, მერე ისევ ნაცზე უფრო ნაცი ხდები და სხვას ქოცობაში სდებ ბრალს. 17 წელი რომ პარლამენტში ზიხარ, თან თითო წამალში რომ 300%-ს უგებ და თან რომ წუწუნებ წაგებაზე ვმუშაობო, ფუუ“,- წერს სერგო ჩიხლაძე.










