სომხეთის პარლამენტმა უკვე მეორედ არ აირჩია ნიკოლ ფაშინიანი პრემიერმინისტრის პოსტზე. ქვეყნის კონსტიტუციით ასეთ შემთხვევაში დაითხოვება პარლამენტიც.
ფაშინიანს მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა. ერთიც – წინააღმდეგ წავიდა. დანარჩენმა 76-მა თავი შეიკავა.
ფაშინიანის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე მორიგად მმართველმა პოლიტიკურმა ალიანსმა „ჩემი ნაბიჯი“.
ფრაქციის თავმჯდომარის განმარტებით, კემჭისყრის მიზანი პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო. სწორედ ამიტომ შეიკავეს თავი დეპუტატებმა.











