საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის აისელ აიტპაევას ამოცნობის პროცედურა თბილისში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილის დედა იმყოფებოდა.
აისელ აიტპაევას მშობელი, პროზექტურაში მისვლამდე, მთელი დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ეცნობოდა.
ადვოკატის განცხადებით, გარდაცვლილის დედამ შვილი ამოიცნო.
„ძალიან მძიმე პროცესი იყო და მან ამოიცნო თავისი შვილი. გამოკითხვა მიდიოდა, რომ არ ჩამოსულიყო ხელმეორედ, ამიტომ ჩატარდა მისი სრული გამოკითხვა. გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ გადმომცემენ, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს,” – განაცხადა „საფარის“ იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა.
საქმეზე გამოძიება გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.








