ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 433-მა ადამიანმა გაიკეთა.
12 მაისის მონაცემბით, სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 71 570-მა მოქალაქემ გაიარა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსს 1409 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთლდა 1256, ხოლო გარდაიცვალა 27.











