fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს 17 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

10:35 ივნისი 10, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
811
ნახვა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბერში ზ.ბ-მ, ა.თ-მ და ბ.კ-მ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მოტივაცია იყო, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოეხდინათ ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა და შემდგომ ინტერნეტსაიტის საშუალებით მისი გასაღება.

ორგანიზებული ჯგუფის სამივე წევრს განაწილებული ჰქონდა ფუნქციები, ისინი მოიპოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შემდგომ ავტომობილის მეშვეობით გადაადგილდებოდნენ ქ. თბილისში, სხვადასხვა უბანში, რა დროსაც ნარკოტიკულ საშუალებებსა და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ათავსებდნენ საცხოვრებელი კორპუსის სხვადასხვა ადგილში, ხოლო მისამართებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემძენ პირებს, სანაცვლოდ ისინი კრიპტოვალუტის საშუალებით იღებდნენ ფულად თანხას.

ბრალდებულებს ზ.ბ-ს, ა.თ-ს და ბ.კ-ს ბრალდების მხარე ედავებოდა ცხრა ეპიზოდში: ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება – საქართველოს სსკ-ის  260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, მეხუთე ნაწილის „ა“, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მეოთხე, მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მუხლის მეორე ნაწილი, მეოთხე ნაწილი, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  უკანონო გასაღების მცდელობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის სამივე წევრი ზ.ბ, ა.თ, ბ.კ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად ბ.კ-ს და ა.თ-ს თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით განუსაზღვრა, ხოლო ზ.ბ-ს – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

თეგები: ნარკოდანაშაული

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული 32 წლის მამაკაცი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

ოქტომბერი 26, 2021
1k
სამართალი

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღეს

აგვისტო 21, 2021
778
სამართალი

აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი 

ივნისი 19, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია