ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორისპორტდარბაზებისა და აუზების გახსნას ეხმაურება.
როგორც თენგიზ ცერცვაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნავს, ძალიან კარგად არის გაწერილი რეგულაციები, რომელიც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რისკს მინიმუმამდე შეამცირებს.
„საფრთხე არის აბსოლუტურად ყველაფერში, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება და შეზღუდვების მოხსნა თითოეული შეზღუდვის მოხსნა, რომელიც არ უნდა იყოს რაღაც პროცენტ საფრთხისას შეიცავს.
სწორედ სპორტ დარბაზებისა და აუზების გახსნა გადადეს მოგვიანებით. არ შეიცავს ეს დიდ რისკს იმიტომ, რომ რეგულაციები ძალიან კარგად არის გაწერილი. არც ერთი შეზღუდვა არ მოხსნილა ისე, სანამ არ იქნა გაწერილი ის რეგულაცია, რომელიც ამ შეზღუდვის მოხსნის დროს რისკს მინიმუმადე შეამცირებდა.
ჩემი დაკვირვებით, საქართველოში საზოგადოება იდეალურად თუ არა, მაინც ასრულებენ რეგულაციებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.
აუზით სარგებლობისას მოქალაქეებს 6 მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ











