“წარმოადგინონ გაყალბების მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ თავიანთი სიტყვების უკან წაღება და კონკრეტული პირებისთვის ბოდიშის მოხდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ლელო” იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, ვინც გააკეთებს განცხადებას, რომლის უკანაც არ იქნება კონკრეტული მტკიცებულება ამა თუ იმ პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ეს იქნება არაფრის მთქმელი განცხადება, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვისაუბროთ უარგუმენტოდ არა თუ ცესკო-ს თავმჯდომარეზე, არამედ არც ერთ პირზე.
ჩვენ შევეჩვიეთ, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას, ჩემი აზრით ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. თუ სურთ ჰქონდეთ პრეტენზია ცესკო-ს თავმჯდომარის მისამართით, ეს უნდა დაასაბუთონ და ამის უნიკალური შესაძლებლობაა საგამოძოებო კომისია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.








