გურჯაანის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს სამსახურებრივი ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ ჭერემში მოხდა. მაღალმთიან დასახლებაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ორი თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა.
„პრაიმნიუსის“ ინფორმაციით, ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა და მანქანაში მყოფმა ორივე პირმა დაზიანება მიიღო.
ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია იმყოფება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











