fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზალკალიანი: დამოუკიდებელი საქართველო დემოკრატიისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზას ირჩევს

23:39 მაისი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
797
ნახვა

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – დაკარგული და მოპოვებული თავისუფლების ისტორია“ – ამ სათაურით გამოცემა „ევროაქტივი“ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში მინისტრი აღნიშნავს, რომ 2021 წელი ერთგვარი ნიშანსვეტია, ვინაიდან დამოუკიდებლობის აღდგენის საიუბილეო თარიღთან ერთად, 2021 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 103-ე და საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლისთავიც აღინიშნება.

ზალკალიანის თქმით, 1921 წელს საქართველომ პირველი კონსტიტუცია მიიღო და შემდგარ სახელმწიფოდ იქცა, და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციამ ქვეყანას თავისუფლება დააკარგვინა, დამოუკიდებლობის სამმა წელმა ქართველ ერს წარსულის გააზრება, მომავლის გზის დასახვა და თავისუფლებისკენ სწრაფვა ასწავლა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შენარჩუნების გზა არ ყოფილა მარტივი.

„საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ საფრთხეს უქმნის ჩრდილოელი მეზობელი, თუმცა დღეს საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც მხარს საერთაშორისო საზოგადოება უმაგრებს“, – აცხადებს ზალკალიანი.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს უმთავრესი გამოწვევა ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა. მისი თქმით, ქვეყანა დღენიადაგ ისწრაფვის ევროპული ევროინტეგრაციისკენ და ამ გზაზე მან უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს.

ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორია, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნასა და ევროკავშირის ერთიან ბაზარში ქვეყნის ინტეგრაციას ითვალისწინებს.

მინისტრის თქმით, ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბება საქართველოს ევროპული დღის წესრიგის მთავარი ელემენტია. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ, საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის სტრატეგიის განხორციელებაში, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებიც საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის პოზიციას გაამყარებს. ამ კუთხით, ზალკალიანი ყურადღებას ამახვილებს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნებაზე, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის, აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებისა და რეგიონალური უსაფრთხოებისთვის სამი სახელმწიფოს: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ძალისხმევის გაერთიანებას გულისხმობს.

როგორც მინისტრი აცხადებს, ევროპული ინტეგრაცია ახალ მნიშვნელობას იძენს იმ შესაძლებლობების კუთხით, რომლებსაც ის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილ საზოგადოებებს სთავაზობს. კერძოდ, ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ევროპაში ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობას ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები პირებიც შეძლებენ, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების გრძელვადიან მიზანს ემსახურება.

თავის სტატიაში ზალკალიანი ევროატლანტიკური ოჯახისადმი საქართველოს ურყევ ერთგულებაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი გააჩნია. ამასთან, საქართველოს გამორჩეული წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში და ნატო-ს ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე რიგით პირველი კონტრიბუტორია. მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. აღნიშნულ ფონზე, ზალკალიანის თქმით, საქართველო ალიანსისგან გადამწყვეტ პოლიტიკურ ნაბიჯებს ელის.

„ისტორია ადასტურებს, რომ როდესაც საქართველო თავისუფალია და დამოუკიდებელი, ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის განმტკიცების გზას ირჩევს. ეს სწორედ ის გზაა, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მიიყვანს“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: დავით ზალკალიანიდამოუკიდებლობის დღე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2021
842
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

სექტემბერი 24, 2021
780
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

სექტემბერი 24, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია