„ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს საზოგადოებისთვის, ეს არის ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაცია. საქართველოს ამ წევრობის გზაზე უკვე აქვს გადადგმული ნაბიჯები და იმედი მაქვს, რომ ეს გზა იქნება უფრო და უფრო ნათელი, რაც დრო გავა და უფრო კონკრეტული თარიღების მითითებას და კონკრეტული პროცედურული საკითხების ეტაპზე გადასვლას შევძლებთ”,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ნათლად აჩვენა მისი ჩართულობა და მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, თუნდაც ავღანეთში, ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად, რისთვის მადლობას მოგახსენებთ. ეს არის ჩემი მნიშვნელოვანი მიმართვა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიმართ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის კარი აუცილებლად უნდა იყოს ღია. ჩვენ ველით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების გატარების პირობებში, რომლებსაც ევროკავშირი და ნატო მოითხოვენ, მათი მიღება და გაწევრიანება მოხდება.
ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ, რაც არ იყო ადვილი არც პოლონეთში, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ყველა ნაბიჯი ღირდა ამად. მინდა მოვუწოდო საქართველოს საზოგადოებას, რომ გააგრძელოს ძალისხმევა ამ მიმართლებით, რომ განაგრძოს რეფორმების გატარება და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი მომავალშიც იქნება საქართველოს მეგობარი, რომელიც საქართველოს დაეხმარება მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში,“- განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.











