„კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში იქნება მიზნობრივი და არა საყოველთაო კარანტინი“,- ამის შესახებ საფრანგეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ჟინ კასტექსმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ არ გვექნება საყოველთაო კარანტინი ისეთი, როგორიც მარტში იყო, რადგან ამას საშინელი ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. თუ საჭირო გახდება, ახალი კარანტინი იქნება მიზნობრივი“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინი მარტის შუა რიცხვებში დააწესა.











