არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს, არც მომავალში ვიქნები, – ასე უპასუხა
გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის პროექტი.
„არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, დღეს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენცია გაიმართა.
პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე, პარტიის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.
ასევე, გიორგი გახარიამ პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა.











