ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას, რასაც არ დავუშვებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც ყოვლად დაუშვებელია. სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ და ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დიკრედიტაციას“, – განაცხადა პრემიერმა.











