საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
4 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 401 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 401 შემთხვევა, აჭარა – 69, იმერეთი – 66, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 24, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 69, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 2.59 %-ია.











