პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც გია ვოლსკი ამბობს, სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს.
„ისეთი წარმოდგენა შეიქმნა, რომ თითქოს ეს არის გარკვეული კონცლაგერებით ჩაკეტილი სიტუაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუკი რაიმე გადახრა არსებობს, ეს რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. გამორჩეულად არის ტენდენცია, რომელიც ვითარების ესკალაციისკენ და ისტერიკისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს,” – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 16-მდე ბავშვმა გამოთქვა. ბოლო ინფორმაციით, პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაოებენ, საჭიროების შემთხვევაში ისინი პანსიონშიც დარჩებიან იქამდე, სანამ ყველა ბავშვს არ გაესაუბრებიან.











