ბრაზილიის ექსპერიმენტმა („Project S“), რომელიც ქალაქ სერანას მთლიანი მოსახლეობის ჩინური ვაქცინით, კორონავაკით იმუნიზაციას ითვალისწინებდა, აჩვენა რომ ვაქცინა კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელს 95%-ით ამცირებს.
ინფორმაციას ამის შესახებ WSJ ავრცელებს.
სერანაში, რომლის მოსახლეობაც 45 000 ადამიანს შეადგენს, ვაქცინაციის პროცესი თებერვალ-აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მათ კორონავაკის ვაქცინას უკეთებდნენ.
Butantan Institute- ი, რომელმაც ამ კვლევას ორგანიზება გაუკეთა, აცხადებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ სერანაში ვირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. მაშინაც კი, როდესაც მის გარშემო მდებარე ქალაქებში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდებოდა.
კერძოდ, Butantan Institute-ის განცხადებით, სერანაში კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 95%-ით იკლო, სიმპტომატური შემთხვევების -80%-ით, ხოლო ჰოსპიტალალიზაციის 86%-ით შემცირდა.
ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ მასობრივი ვაქცინაციის კამპანიამ ვირუსის გადაცემის მაჩვენებელიც შეამცირა.











