ესპანეთი ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„ქვეყანა გლობალური ტურიზმის ლიდერობის დაბრუნების პროცესშია. ესპანეთი უსაფრთხო ლოკაციაა“,- განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კოვიდის 3,697,987 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 80,196 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3,471,163-ს შეადგენს.











